საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობები ყოველთვის ეფუძნებოდა არა მხოლოდ დიპლომატიას, არამედ უპირველესად ადამიანურ კავშირს, ურთიერთპატივისცემასა და საერთო კუთვნილების განცდას.
ჩვენ ვქმნით პროექტებსა და მედია ინიციატივებს, რომლებიც წარმოაჩენს ჩვენს საერთო ისტორიას, ქართულ-ებრაულ მემკვიდრეობასა და იმ ადამიანებს შორის არსებულ კავშირებს, ვისთვისაც როგორც საქართველო, ისე ისრაელი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.
ჩვენთვის კულტურა მხოლოდ ტრადიცია არ არის. ეს არის ურთიერთგაგების ცოცხალი ენა, რომელიც დღესაც აერთიანებს ჩვენს ორ ქვეყანას.